ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულის გიორგი სახელაშვილის ადვოკატი გეგმავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივროს.
როგორც გელა ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ ვერ გაბედა, რომ 6 თვიანი პატიმრობის შეფარდების ნაცვლად, პირდაპირ გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა, რის გამოც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებს.
“აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, წავალთ სტრასბურგამდეც და დავამტკიცებთ, რომ სახელაშვილი უდანაშაულოა”, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
ცნობისთვის, მოსამართლემ სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულ სამივე პირს 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომლის ვადაც დღეს იწურება. შესაბამისად, სამივე პირი, სავარაუდოდ, დღესვე გათავისუფლდება.
ამავე თემაზე:
ვახო სანაიას პირველი კომენტარი: გაუშვა მოსამართლემ სამივე… მაგარი სასამართლოა ძალიან