„ჩვენ კარგად დავინახეთ გაკოტრებული პოლიტიკოსების მცდელობა, რომ ახალგაზრდების მიერ შექმნილ ტალღას შემოახტნენ. ერთ-ერთი ასეთია ვანო მერაბიშვილი,“ – ასე გამოეხმაურა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში საბა ბუაძე ვანო მერაბიშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გადაცემაში „დღის თემა“ „ენმ-ს“ ლიდერებს მიმართავს და მათგან ითხოვს განმარტებას თუ რა როლი აქვს დღეს მერაბიშვილს პარტიაში.
„მერაბიშვილი არის წარსულის ადამიანი, რომელიც ამ ხელისუფლების შენარჩუნების საქმეს უწყობს ხელს. ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა განმარტოს რა როლი აქვს მას დღევანდელ პოლიტიკურ პროცესში. არის პარტიის ჩრდილოვანი მმართველი, გულშემატკივარი, თუ ვინ. მერაბიშვილი დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებას სიკეთეს არ მოუტანს,“- განაცხადა საბა ბუაძემ.
ამავე თემაზე:
ხაზარაძე მერაბიშვილის განცხადებაზე: პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს