LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარსული იარები განახლდა“ – ბრიტნი სპირსის სკანდალური განცხადებების შემდეგ, ჯასტინ ტიმბერლეიკსა და ჯესიკა ბილს შორის ურთიერთობა დაიძაბა – რას ყვება ინსაიდერი

196
page

დასავლური მედია წერს, რომ ბრიტნი სპირსის სკანდალური განცხადებების შემდეგ, ჯასტინ ტიმბერლეიკსა და მის მეუღლეს, ჯესიკა ბილს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

ვენეციის ქუჩის კუთხეში განმარტოებული ჯესიკა ბილი და ჯასტინ ტიმბერლეიკი – წყვილის რომანტიკული ვოიაჟის მორიგი ფოტოები

„წარსული იარები განახლდა, ჯასტინს ყველა საიდუმლო არ ჰქონდა ჯესიკასთვის გამხელილი. ბილი შოკირებულია იმ ინფორმაციით, რომ 20 წლის წინ, ბრიტნი ჯასტინისგან ორსულად იყო. ჯესიკა გულნატკენია, რომ მისმა მეუღლემ მას ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი დაუმალა. ჯასტინი ფიქრობს, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს, ორმხრივი იყო. ის აპირებდა, რომ ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეენახა და ამ თემაზე არასდროს ესაუბრა. ჯასტინი არანაირი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, ის აცნობიერებს იმას, რომ ნებისმიერი რამ, რასაც ამ თემაზე იტყვის, მხოლოდ და მხოლოდ მის წინააღმდეგ იქნება მიმართული“, – აცხადებს ინსაიდერი.

ბრიტნიმ კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა თავის მემუარებში. არტისტი აცხადებს, რომ ჯასტინმა მას ორ ცნობილ ქალბატონთან უღალატა, თუმცა, მათ ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებს.

ჯასტინ ტიმბერლეიკის პირველი რეაქცია ბრიტნი სპირსის სკანდალურ განცხადებაზე

„მას არ უნდოდა შვილი“ – ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო

შეგახსენებთ, წყვილი 1999 წლიდან 2002 წლამდე ხვდებოდა ერთმანეთს. განშორების ინიციატორი ჯასტინი გახლდათ, ის ირწმუნებოდა, რომ ბრიტნი მას ღალატობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები