კინოსტუდია Warner Bros.-მა დააანონსა, რომ თავის ყველა ფილმს, რომელთა პრემიერაც 2021 წლის განმავლობაში შედგება, კინოთეატრებსა და ონლაინ პლათფორმაზე HBO Max ერთდროულად აჩვენებს. აღსანიშნავია, რომ HBO Max კინოსტუდიის ახალი პლათფორმაა და როგორ ჩანს, ეს ნაბიჯი მომხმარებლების მოზიდვის მიზნით გადაიდგა.
მაყურებლებს 2021 წლის განმავლობაში კინოთეატრებში და სახლიდან გაუსვლელად ერთდროულად ისეთი ფილმების ნახვა შეეძლებათ როგორებიცაა:
„უმნიშვნელო დეტალები“ (The Little Things), „იუდა და შავი მესია“ (Judas and the Black Messiah), „ტომი და ჯერი“ (Tom & Jerry), „წყევლა: ეშმაკმა მაიძულა ამის გაკეთება“ (The Conjuring: The Devil Made Me Do It), „მწვერვალზე“ (In The Heights), „კოსმოსური შეჯიბრი: ახალი მემკვიდრეობა“ (Space Jam: A New Legacy), „თვითმკვლელთა რაზმი“ (The Suicide Squad), „მოგონებები“ (Reminiscence), „ავსული“ (Malignant), „დიუნი“ (Dune), „ნიუიარკის წმინდანები“ (The Many Saints of Newark), „მეფე რიჩარდი“ (King Richard), „მტირალა მაჩო“ (Cry Macho) და „მატრიცა 4“ (Matrix 4).