„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების მხრიდან, უკვე არის კონკრეტული, ხელმოწერილი მიმართვა იმის თაობაზე, რომ მესამე პრეზიდენტი უნდა გათავისუფლდეს.
ცისკარიშვილის თქმით, მაშინ, „როდესაც რამდენიმე თვეში წინასაარჩევნო პერიოდში შევალთ, წარმოუდგენელია მიშა სააკაშვილი ციხეში იყოს, ასეთ თამაშის წესებს დასავლეთი არ მიიღებს“.
როგორც ენმ-ის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ადამიანებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის უფლებების შელახვას განაგრძობენ, ემუქრებათ არა მხოლოდ სანქციები, არამედ „მაგნიტსკის აქტის“ ამოქმედება:
„ამერიკელმა ელჩებმა, ვისაც საქართველოში უმუშავია, დაახლოებით ერთი კვირის წინ დაწერეს ღია წერილი, სადაც ყველა ერთხმად მოითხოვს მიშა სააკაშვილის გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ რეჟიმს, მის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ვინც ლახავენ პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებებს, ემუქრებათ არა მხოლოდ სანქციები, არამედ პირდაპირ „მაგნიტსკის აქტის“ ამოქმედება მათ წინააღმდეგ.
კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილის შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ბარგის, თავიდან ბოლომდე დადგმული იყო, გაგრძელებული პიარ კამპანიით, თითქოს დღეში 10-ჯერ კვდებოდა, ამის მიზანი სასჯელისგან მისი გათავისუფლება იყო
„კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი, რაზეც უწევს პასუხისგება“
შეუძლიათ ჩახედონ „მაგნიტსკის აქტს“, რომელიც ამოქმედებულია ბევრი პოლიტიკური მოთამაშის მიმართ მსოფლიოში, განსაკუთრებით აფრიკის კონტინენტიდან, ისევე როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებზე, რომლებმაც ძალიან უხეშად დაარღვიეს ადამიანის უფლებები.
„მაგნიტსკის სია“ არის ერთი, რომელიც არის ჩამოწერილი სახელებით და გვარებით, „მაგნიტსკის აქტი“ არის შეერთებული შტატების მიერ მიღებული კანონი, რომელიც ითვალისწინებს ასეთი ბოროტმოქმედების პირდაპირ სანქცირებას.
ასევე, რეზოლუციების მიღების შემდგომ, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო ბოლო თვეების განმავლობაში, უკვე არის კონკრეტული მიმართვა ხელმოწერილი, რამდენიმე ევროპარლამენტარის მხრიდან იმის თაობაზე, რომ მესამე პრეზიდენტი უნდა იყოს გათავისუფლებული.
ჩვენ, პრაქტიკულად, შევდივართ საარჩევნო ფაზაში, სულ რამდენიმე თვეში საარჩევნო კამპანია იქნება გახსნილი საქართველოში და იმ მოცემულობაში, როდესაც მთავარი ოპოზიციური მოთამაშე, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გიზის ციხეში და შენ გინდა, რომ ლეგიტიმური არჩევნები ჩაატარო, ეს უბრალოდ არ გამოვა, ასეთ თამაშის წესებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არ მიიღებს“. – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
კობახიძე: რასაც ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, სამარცხვინოა – ქვეყნის არევა არ გვინდა