LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმოუდგენელი ხედები ყაზბეგის მყინვარსა და ყუროს ქედზე – Intourist Kazbegi იხსნება

168
109736019-685193772033893-5691879891288865953-o

Intourist Kazbegi გახსნისთვის ემზადება. 43 ნომრიანი სასტუმრო პირველ სტუმრებს აგვისტოს შუა რიცხვებში მიიღებს. აღნიშნულ ობიექტს საკონსულტაციო მომსახურებას უკვე ერთი წელია, რაც სასტუმრო მენეჯმენტ კომპანია HSC Group უწევს.

როგორც HSC Group – ში ამბობენ, კორონავირუსის შედეგების მიუხედავად, ისინი იმედის თვალით უყურებენ შიდა ტურიზმს და სჯერათ, რომ Intourist Kazbegi-ის მდებარეობიდან გამომდინარე, მასზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა იქნება.

აღსანიშნავია, რომ Intourist Kazbegi-ს 500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ტერასა აქვს, 1 ჰექტარი გამწვანებული ეზო და წარმოუდგენელი ხედები ყაზბეგის მყინვარსა და ყუროს ქედზე. რაც შეეხება ნომრებს, ოთახების დიზაინი გადაწყვეტილია ლოფტის სტილში და წინა ხედის ყველა ნომერს გააჩნია საკუთარი აივანი.

გარდა ამისა, სასტუმროში იქნება რესტორანი და ლაუნჯის სივრცეც, სადაც დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ქართული, ისე ევროპული კერძები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები