LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმოებს ბავშვთა შორის და ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი“ – ირაკლი კობახიძე 

123
ირაკლი კობახიძე

„ვფიქრობთ, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არის ის, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, რადგან ამას არაფერი აქვს საერთო ჯანსაღ შეხედულებებთან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, არის პროპაგანდა, რომელიც წარმოებს ბავშვთა შორის და ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

„ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები არიან ჩართული ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაში, ასევე არიან ჩართული მათთან დაკავშირებული „ენჯეოები“ და ასევე ოპოზიციური ტელეკომპანიები, რაც ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არის ის, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, რადგან ამას არაფერი აქვს საერთო ჯანსაღ შეხედულებებთან, შესაბამისად, ჩვენ ხმამაღლა გამოვხატავთ ჩვენს პოზიციებს ამასთან დაკავშირებით“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არის ძალიან დიდი სიბინძურე“ – კახა კალაძე

 

 

 

ფოტო: რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები