დღეს, 21 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ქართველი გულშემატკივრები საქართველოს ნაკრებს სხვადასხვა სახით ამხნევებენ.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო.
„წარმატებები დღეს ჩვენს ბიჭებს, აბა თქვენ იცით. ჩვენი ოჯახი დღეს გგულშემატკივრობთ“, – ამბობს ქეთი ხატიაშვილი.