შპს ”ბაუვეგი” მომხმარებელს წამყვანი ბრენდების ორიგინალ დანადგარებსა და ხელსაწყოებს სთავაზობს. კომპანია საქართველოში ექსკლუზიური წარმომადგენელია ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორებიცაა: Magmaweld, Hypertherm, Abicor Binzel, Dronco, Bohrcraft და Osborn .
”ჩვენი საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია. სხვადასხვა ქვეყნებიდან (გერმანია, აშშ, საფრანგეთი, თურქეთი) ჩამოგვაქვს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია: ნახევრად ავტომატური შედუღების აპარატების ტორჩები და მისი აქსესუარები; მეტალის პლაზმური და ლაზერული ჭრის დანადგარები და მისი აქსესუარები; შედუღების აპარატები, ელექტროდები, მავთული, ფლუსი, მეტალისა და ალმასის საჭრელი ქვები. ამასთან, ჩვენთან წარმოდგენილია: ბურღები და სახრახნისის თავები”, – აღნიშნეს კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, ”ბაუვეგი” მუდმივად მუშაობას პროდუქციის გამრავალფეროვნებაზე – ბოლო პერიოდში კომპანიამ ქართველ მომხმარებელს შესთავაზა ჭრის პლაზმური დანადგარი ინტეგრირებული კომპრესორით.
რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, ის ლილოსა და ელიავას ბაზრობებზე, ასევე კომპანიის საფირმო მაღაზიაში, ბუდაპეშტის ქუჩა ნომერ 15-ში ხორციელდება. როგორც ”ბაუვეგში” აცხადებენ, პროდუქციის ღირებულება საკმაოდ ხელმისაწვდომია ყველასთვის, ამასთან, კომპანია პერიოდულად, გარკვეული სახის პროდუქციაზე კლიენტებს ფასდაკლებასაც სთავაზობს.
ცნობისთვის, შპს ”ბაუვეგი” ქართულ ბაზარზე 2006 წლიდანაა წარმოდგენილი.