LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წამყვანი ამერიკული გამოცემა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს სტატიას უძღვნის

81
TbilisiCity

წამყვანი ამერიკული გამოცემა Site Selection Magazine საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს სპეციალურ სტატიას უძღვნის.

სტატიაში აქცენტი გაკეთებულია საქართველოში წარმოების პოტენციალსა და იმ უპირატესობებზე, რასაც საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს. ამასთანავე, სტატიაში მკითხველი არსებული ინვესტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოცდილებებსაც გაეცნობა.

ცნობისთვის, Site Selection Magazine არის საერთაშორისო ჟურნალი, რომელიც ფოკუსირებულია ინვესტიციებსა და საინვესტიციო სფეროზე და რომლის 44 ათასი გამომწერების უმრავლესობას, გლობალური კომპანიები წარმოადგენენ. გარდა პოტენციური ინვესტორებისა, ჟურნალის გამომწერები არიან საკონსულტაციო და კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც პოტენციურ ინვესტორებს ურჩევენ რომელ ქვეყანაში განახორციელონ ინვესტიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები