LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი, ადგილზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები ცხელი სასმელით, იქნება ძალიან საინტერესო ღამე” – გიგა მაქარაშვილის თქმით აქცია მთელი ღამე არ დაიშლება

3302
maqarashvili-giga

დღევანდელი აქცია, რომელიც 20.00 საათზე დაიწყება, მთელი ღამე არ დაიშლება. ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა მაქარაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავრჩეთ მთელი ღამით რუსთაველის გამზირზე და ამის გამო, მიუხედავად კარგი ამინდისა, მაინც წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი. ადგილზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები ცხელი სასმელით. იქნება ძალიან საინტერესო ღამე, რადგან მონტაჟღება ეკრანი. ზოგადად იქნება ბევრი საინტერესო კუთხე, სადაც იქნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ილაპარაკებენ მოქალაქეებთან. ეს ლაპარაკი აქამდე ძალიან გვაკლდა, რადგან პოლარიზაციამ და კოვიდმა ძალიან დაგვაშორა ერთმანეთს.

როგორც 20 ივნისს დავიწყეთ პოლარციზაციის დასრულება, როცა სხვადასხვა გემოვნების ხალხი ერთად დავდექით ისე, რომ ერთი ინციდენტი არ მომხდარა, ასე იქნება ამაღამაც. გვექნება ბევრი საინტერესო კუთხე, სადაც მთელი ღამე არავინ მოიწყენს. ბევრს ვილაპარაკებთ ევროპის სიკეთეზე და ბევრს გავიხსენებთ იმ საზიზღრობას, რაც რუსეთს უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ვიქნებით და როცა ბევრნი ვართ ვერავინ ვერ მოგვეკარება. ასე რომ, არაფრის შეგეშინდეთ“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

“ლელო” – საქართველოს 20-ზე მეტი ქალაქიდან, 3 ივლისის აქციაზე დასასწრებად სპეციალურად მობილიზებული ავტობუსები დაიძვრება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები