LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წამალი დაულევია და ასაცრელად წასულა, ვადგენთ, რატომ მიიღო მედიკამენტი – მეგი ბაქრაძის ახლობელი

366
გარდაცლილი

გარდაცვლილი 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მან „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის ჩატარებამდე, თავის ტკივილის გამო მედიკამენტები მიიღო.

„ჩივილები ჰქონია, რაღაც წამალი მიუღია, რადგან თავის ტკივილი ჰქონია წინა დღით. მეორე დღეს წამალი დაულევია და ასაცრელად წასულა. ახლა ვადგენთ, რატომ მიიღო ეს მედიკამენტი, ვინ მისცა. ხელს ვერავის დავადებთ, თუმცა, როგორც ინფორმაცია გვაქვს, ეს მედიკამენტები საავადმყოფოში მისცეს“, – აცხადებს ერთ-ერთი ახლობელი.

გარდაცვლილი ექთნის მეზობლები და ახლობლები ვარაუდობენ, რომ ვაქცინაცია არასწორად ჩატარდა და დროული რეაგირება არც შემდეგ მოხდა.

გარდაცვლილი ექთნის დედამ, რომელიც ემიგრაციიდან წუხელ, გვიან ღამით დაბრუნდა, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მის შვილს ამ დრომდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.

„არაფერი ვიცი. ალერგიული არ ყოფილა, არაფერი აწუხებდა“, – განაცხადა ექთნის დედამ.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა,  პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ვიდეო: ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა

შეუძლოდ, რომ გახდა მაშინვე ადრენალინის ნემსი გავუკეთეთ: ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძეს ვაქცინა გაუკეთა

შსს-მ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ

“ცოლი მომიკალით” – გარდაცვლილი მედდის მეუღლე კლინიკის თანამშრომელს დაუპირისპირდა

ვიდეო: მშობელი მამა მივედი, მაჩვენეთ მკვდარია თუ ცოცხალია მეთქი, ისიც არ მაჩვენეს… ეჭვი მაქვს მეგი გარდაცვლილი იყო: ვეფხია ბაქრაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები