სასამართლომ წალკაში იარაღით მოკლული მიუსაფარი ძაღლის საქმეზე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გადაწყვეტილება წალკის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლემ მიიღო და ბრალდებული 3 ათას ლარიანი გირაოთი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს, შსს-ის თანამშრომლებმა წალკაში დააკავეს პირი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი იარაღით მოკლა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, როგორ ესვრის მოქალაქე მიუსაფარ ძაღლს მანქანიდან, შემდეგ კი გადმოდის და დაჭრილ ცხოველს დამიზნებით კიდევ რამდენჯერმე ესვრის.