LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალენჯიხის საკრებულომ თავმჯდომარის მოადგილეებადაც ოპოზიციონერი დეპუტატები აირჩია

98
image-2022-01-25-153456

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარის ორ მოადგილედ ოპოზიციის წარმომადგენლები აირჩია.

საკრებულოს თავმჯდომარემ, კორნელი სალიამ, რომელიც პარტია “საქართველოსთვის” წარმოადგენს, პირველი მოადგილის კანდიდატურაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ავთანდილ გაბელია დაასახელა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ოპიზიციამ ერთხმად, 15 ხმით აირჩია.

მეორე მოადგილის თანამდებობაზე ერთხმად აირჩიეს საკრებულოში “ლელოს” ერთადერთი წევრი გიორგი დარსალია.

“ქართული ოცნებიდან” საკრებულოს წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. თუმცა სხდომას ესწრებოდნენ. მათ უარი განაცხადეს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზეც. თქვეს, რომ არ აპირებენ ოპოზიციის მიერ წინასწარ დაგეგმილ “მასკარადში” მონაწილეობის მიღებას.

“ქართული ოცნების” წევრის, ბესიკ ფარცვანიას განცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი არის ის, რომ თანამდებობები არ ნაწილდება პროპორციულად, რაც გულისხმობდა თავდაპირველი შეთანხმების თანახმად „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის თანამდებობების თანაბრად გაყოფას, რადგან ეს ორი პარტია წალენჯიხის საკრებულოში 11-11 მანდატს ფლობს. კერძოდ, 9 თანამდებობიდან 4 უნდა დაეკავებინა ენმ-ს, ამდენივე მმართველი გუნდის წარმომადგენელს, ერთი კი პარტია “საქართველოსთვის” წევრს.