წალენჯიხის ოპოზიციონერი მერის, გია ხარჩილავას მანქანა მისი სახლის წინ დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ფოტომასალას მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ავრცელებს.
„გუშინ გვიან ღამე, დაახლოებით, 04:00 საათზე, სავარაუდოდ, ისროლეს საწვავით სავსე რაღაც.. ზუსტად არ ვიცი და მანქანა არის მთლიანად დამწვარი.
იქვე არის დამწვარი წიგნები, რომელიც გუშინ ჩამოიტანა შუაღამეს,“ – აღნიშნავს თამარ ბელქანია და ამბობს იმასაც, რომ მანქანის ნაწილები გადატანილია პოლიციის შენობაში.
Posted by Tamar Belkania on სამშაბათი, 11 ოქტომბერი, 2022
ასევე, დასძენს, რომ მომხდართან ახლოს გაზგაყვანილობის მილებია.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.