LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალენჯიხის მერი: შედგება კოალიციური მთავრობა, რაც ჩვენი წინასაარჩევნო ხედვა იყო

45
გია ხარჩილავა

„შედგება კოალიციური მთავრობა, რაც ჩვენი წინასაარჩევნო ხედვა იყო,“ – ამის შესახებ წალენჯიხის ახლად არჩეულმა მერმა, გია ხარჩილავამ განაცხადა, რომელიც მუშაობას დღეიდან შეუდგება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გია ხარჩილავა მერიაში მოადგილესთან, თამარ ბელქანიასთან ერთად მივიდა. ისინი ყოფილ მერს, ბესიკ ფარცვანიას შეხვდნენ და საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.

„შედგება კოალიციური მთავრობა, რაც ჩვენი წინასაარჩევნო ხედვა იყო. ამასთან, კვირის განმავლობაში გავმართავთ პრეზენტაციებს თვითმმართველობის მუშაობის ხედვებსა და მიმართულებებზე. იქნება მუშაობა ადგილობრივებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეს ძალიან სწრაფად მოხდება, რადგან ჩვენ ნათლად ვხედავთ მუნიციპალიტეტის განვითარებას“, – განაცხადა გია ხარჩილავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები