რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი ქართველი სამხედრო ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერ გია ხარჩილავაზე წერს.
ვანო ნადირაძის განცხადებით, გია ხარჩილავას „არც ქვეყანა მოუდია და არც ავტომატით „უსელფავია“, უბრალოდ გადაიკიდა ზურგჩანთა და ჩავიდა იქ სადაც მეომრები არიან“.
„მე მარტო ასეთი პოლიტიკოსების მწამს და მჯერა, პირველ რიგში როგორც კაცების.
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა….. არც ქვეყანა მოუდია, არც უსელფავია ავტომატით, არც ვინმესთვის ნიშანი მოუგია რომ მე უკრაინაში ვარო…. უბრალოდ გადაიკიდა ზურგ ჩანთა და
ჩამოვიდა…. ჩამოვიდა იქ სადაც მეომრები არიან!!!!“, – წერს ვანო ნადირაძე.