მამუკა ხაზარაძის, თემურ ჭყონიას და ცეზარ ჩოჩელის შემდეგ, წალენჯიხის განვითარების იდეით კიდევ ერთი ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ინტერესდება. საუბარია ტურისტული კომპლექსის – „ბიოლის“ დამფუძნებელ თამაზ მჭედლიძეზე. ინფორმაციას მისი დაინტერესების შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკური პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ავრცელებს.
„შევხვდი თამაზ მჭედლიძეს #ბიოლი -ს დამფუძნებელს, მაგარ ქართველს. თამაზი უერთდება წალენჯიხის და მისი ულამაზესი ადგილების საერთაშორისო კურორტად განვითარების იდეას. მადლობა თამაზ!! ერთად ყველაფერს შევძლებთ“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენები თემურ ჭყონია და ცეზარ ჩოჩელი წალენჯიხის განვითარებასთან დაკავშირებით, მის იდეას უერთდებიან.