LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალენჯიხაში არჩევნები “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მოიგო – ცეკოს წინასწარი შედეგები

259
გიორგი ხარჩილავა

“ცესკოს” წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხაში არჩევნები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ მოიგო. ამ დროისთვის ეს ერთადერთი ქალაქია, რომლის მერობის არჩევნებშიც ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებს.

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის” თანახმად, დათვლილია უბნების 100%. ამ შედეგებით, ხარჩილავას ხმათა 51.107% აქვს, მის კონკურენტს “ქართული ოცნებიდან”, გოჩა გულორდავას კი — 48.893%.

ცნობისათვის, წალენჯიხის გარდა ყველგან, მათ შორის, დიდ ქალაქებში “ქართული ოცნების” კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია ამ მონაცემებს არ აღიარებს და ამბობს, რომ თავის ხმებს დაიცავს.

ენმ-ს კანდიდატმა დღეს მედიასთან საუბრისას მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ იქნება დეცენტრალიზაციის ინიციატორი მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

“მოგესალმებით ძალიან დიდი მადლიერებით, მადლიერებით, რომელიც უკვე პასუხისმგებლობაში გადამდის და ეს იქნება პასუხისმგებლობა, რომელიც არის პირადი განწყობები, რითიც მე უნდა შევუდგე ხალხის წინაშე, ხალხის ხმით მოპოვებული დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. ყველა მოქალაქეს, რომელმაც საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან მოიტანა – მოიტანა, როგორც მომავლის საქართველოს სამშენებლო ფუნდამენტის განმსაზღვრელი, მომავალი ცვლილებების მაუწყებელი, მომავალი დეცენტრალიზაციის მაუწყებელი, საქართველოში კოალიციის, როგორც ახალი პოლიტიკური ხედვისა და კულტურის მაუწყებელი, ყველა ამ ადამიანს მთელი ქვეყნის მასშტაბით მინდა მადლობა მოვუხადო და განსაკუთრებით ეს ეკუთვნის ჩემს წალენჯიხას, ჩემს მოქალაქეებს, რომელთა წინააღმდეგ სისტემამ უპრეცედენტო რეპრესიული სცენარი დადგა, მაგრამ მათ ეს მიიღეს ძალიან ღირსეულად და ამ გამოწვევას საკუთარი პიროვნული თავისუფლებით შეეგებნენ.

მინდა გითხრათ, რომ ყველა მოქალაქე იქნება უკვე ერთიანი ჩვენი ქალაქის, ჩვენი რაიონის მშნებელობაში, ჩართული იქნებიან იმ პროცესებში, რომლებიც თვითმმართველობას ახასიათებს. ჩვენ ვიქნებით დეცენტრალიზაციის ინიციატორი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოლიგარქიული წყობა შეიცვლება და ადამიანი მთელი თავისი არსით დაიბრუნებს ხელისუფლებას ადგილებზე,”- განაცხადა ტვ პირველთან საუბრისას გიორგი ხარჩილავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები