LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წახალისდებიან ჩვენი თანამოქალაქეები – მეტს მგზავრობ და ნაკლებს იხდი: შალვა ოგბაიძე

612
შალვა ოგბაიძე

საზოგადოებრივი ტრანსპორტის საბარათე ულიმიტო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „საზოგადოებრივი ტრანსპორტი თვისობრივად ახალ სისტემაზე გადადის, რაც მოქალაქეებს წაახალისებს“. მისივე განმარტებით, პრინციპი იქნება შემდეგი – მეტს მგზავრობ და ნაკლებს იხდი.

ოგბაიძის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ხარისხის გაუმჯობესება მოქალქეების დაკვეთაა.

მგზავრობის ფასი გაგვიორმაგდა – პარლამენტის წევრი ვარ და მე ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს, ახალი წელი მოდის, ყოველ კაპიკს ფასი აქვს: ალეკო ელისაშვილი

„მნიშვნელოვანია ის, რომ გადავდივართ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის თვისებრივად ახალ სისტემაზე, რითაც წახალისდებიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად მგზავრობენ. პრინციპი იქნება შემდეგი – მეტს მგზავრობ, მეტი თვის აბონემენტს იღებ და ნაკლებს იხდი. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ხარისხის გაუმჯობესება ჩვენი თანამოქალაქეების დაკვეთაა. ამასთან, ძალაში რჩება შეღავათები, რომლებიც აქამდეც არსებობდა და მოსახლეობის 30-მდე კატეგორია შეღავათიანი ტარიფით, ან სრულიად უფასოდ იმგზავრებს“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

1 თებერვლიდან ულიმიტო მგზავრობის სისტემა ამოქმედდება – ერთწლიანი აბონემენტი 250 ლარი ეღირება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები