დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევანიძის ტყეში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 130-მდე მეხანძრე მაშველი, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს, 33 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდა. ხანძრის ქრობის პროცესში აქტიურად იყო ჩართული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ამ დროისათვის, არჯევანიძის ტყეში ხანძრის კერები სრულად ჩამქრალია.
მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძარი დასახლებულ პუნქტში არ გავრცელებულა.