LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

W Motors-მა შანხაიში ორი სუპერქარი წარმოადგინა

41

კომპანია W Motors-ი ნაკლებად პოპულარულია. ახალბედა კომპანია არაბეთის გაერთიანებული საეიმიროებიდან არის და მისი შტაბ ბინა დუბაიში მდებარეობს.

შანხაის ავტოსალონზე W Motors ხელცარიელი არ ჩასულა. არსებობის ხუთი წლის განმავლობაში კომპანიამ რამდენიმე მოდელი შეიმუშავა, რომელთაგან პირველი პლანეტაზე ნებისმიერ სუპერქარს ”დაუდგება”. საუბარია Lykan HyperSport-ზე, რომლის ღირებულებაც 3 450 000 დოლარია და მიუხედავად იმისა, რომ მოდელი უკვე რამდენიმე წელია გამოდის, მისი ექსკლუზიურობა ოდნავადაც არ დაკარგულა.

სუპერქარს მახასიათებლებიც ”წესრიგში” აქვს: კაპოტის ქვეშ ბიტურბირებული ოპოზიტური 3,2 ლიტრის მოცულობის ძრავი აქვს, რომელიც 780 ცხენის ძალას ავითარებს. ”ლიკანი” ნულიდან ას კილომეტრს 2,8 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი გადაცემათა კოლოფის მიხედვით 385 კილომეტრ/საათამდე ვარირებს.

მარკის მეორე სიახლე, კონცეპტ ქარი Fenyr SuperSport-ია. მისი დებიუტი სერიული მოდელის რანგში დუბაის ავტოსალონზე შედგება, თუმცა მახასიათებლებს მარკა არც ახლა მალავს. კაპოტის ქვეშ ოპოზიტური ბიტურბირებული ოთხ ლიტრიანი ძრავი აქვს, რომელიც 900 ცხენის ძალას ავითარებს, ას კილომეტრს 2,6 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 400 კილომეტრ/საათია.

გარდა აღნიშნული ორი მოდელისა, შანხაიში კონცეპტუალური ელექტრო მინივენი ICONIQ Seven-ია წარმოდგენილი და როგორც პორტალი Carscoops იუწყება, სერიული მოდელი ხელმისაწვდომი იქნება როგორც პრემიალური, ისე ლუქსის ვერსიით, წარმოება კი 2019 წელს დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები