LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვზრდით შვილებს შიშით, რომ NATO-ს და EU-ს ნაწილად ყოფნა, რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევს – განცხადებები, რაც მესმის, ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელია“ – ბითაძე ევროპარლამენტარებზე

149
მაია ბითაძე

„ჩვენ ყველანი გავიზარდეთ და ვზრდით შვილებს იმ იდეით და შიშით, რომ NATO-ს და ევროკავშირის ნაწილად ყოფნა, გამოიწვევს კონფლიქტს რუსეთთან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ამაზე მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ სსრკ-ის დაშლის შემდეგ საუბრობდა, მაგრამ დღეს ჩვენ აქ სხვა მოსაზრებებიც მოვისმინეთ“.

ბითაძის განცხადებით, ზოგიერთი ის განცხადება, რაც შეხვედრაზე ევროპარლამენტარების მხრიდან გაჟღერდა არა დეპოლარიზაციას, არამედ პოლარიზაციას უწყობს ხელს.

კალაძე: 2008 წელს რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება – ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ პრემიერს ანტიევროპული განცხადება გაეკეთებინოს

„ზოგი განცხადებაა, რომელიც დღეს აქ მოვისმინეთ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან, არა დეპოლარიზაციის, არამედ პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, რასაც მინდა, ხაზი გავუსვა, არის ის, რომ ერთადერთი გზა, არის ევროკავშირი, ჩვენთვის სხვა გზა, გარდა ევროატლანტიკური ინტეგრაციისა, არ არსებობს“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

როგორც მანვე აღნიშნა, ყველამ იცის, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სწორედ ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციისკენ სწრაფვა იყო:

„ჩვენ ყველანი გავიზარდეთ და ვზრდით შვილებს იმ იდეით და შიშით, რომ NATO-ს და ევროკავშირის ნაწილად ყოფნა, გამოიწვევს კონფლიქტს რუსეთთან. 

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, თუ რამდენად ვაფასებთ ევროკავშირთან პარტნიორობას, ერთად მუშაობის და ურთიერთთანამშრომლობის წლებს, საბოლოოდ რომ ვიყოთ ევროკავშირის „პოლიტიკურ საზღვრებთან“, რამდენი გავაკეთეთ ერთად თქვენი მხარდაჭერით, რომ ვიყოთ ამ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გზაზე.

ასევე, მინდა, განვაცხადო, რომ მართალი გითხრათ, ის განცხადებები, რაც მესმის, ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელი და იმედის გამაცრუებელია. თქვენი ინფორმაციისთვის, ზოგი განცხადება, რომელიც დღეს მოვისმინეთ აქ მყოფი ოპოზიციონერი კოლეგებისგან არა დეპოლარიზაციის, არამედ პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.

კალიურანდი: დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა - არცერთ მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი სისხლიან ომში ჩათრევა

„წლების წინ საქართველო აღმოსავლურ პარტნიორებს შორის ლიდერი იყო, ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია.“

მე ვარ პოლიტიკოსი, ვარ საქართველოს მოქალაქე, ვზრდი ქართველებს და მაქვს ერთი კითხვა: რა არის მიზეზი, რატომ მოახდინა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია?

რატომ დაიწყო რუსეთმა საქართველოში რამდენიმე ომი ჯერ 90-იანებში და შემდეგ 2008 წელს, რატომ დაგვიწესდა ემბარგო, რატომ გვყავს დევნილები და რატომ გვაქვს შიში ყოველდღე, რომ რუსეთი თავს დაგვესხმება? არის სხვა პასუხი ამაზე? – ნამდვილად მინდა, რომ ამაზე მკაფიო პასუხი მქონდეს.

ყველამ ვიცით, რუსეთი ფიქრობს, რომ ჩვენ მათთვის ბუფერული ზონა ვართ და ნებისმიერი სხვა სახის ინტეგრაციისკენ სწრაფვა, მათთან დამატებით კონფლიქტამდე მიგვიყვანს.

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 რეკომენდაციის შესრულებას საკუთარი თავი მივუძღვენით  

მე მესმის, რომ ახლა შესაძლოა ევროკავშირი და ჩვენი სხვა პარტნიორები ნანობენ, რომ 90-იანებში, 2008-ში ან უკრაინაში 2014 წელს პირველი ომის დროს, რუსეთისთვის საკმარისი სანქციები არ იყო დაწესებული, მაგრამ აქ დღეს ყველამ კარგად უნდა გაიგოთ, რამდენს ვაკეთებთ და რამდენს ვცდილობთ, რომ ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მეორე მხარეს კი გვაქვს შიდა პოლიტიკური ტურბულენტობა“. – განაცხადა მაია ბითაძემ.

„ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და მე მგონი, საერთოდ აცდენილია რეალობას“ – კალაძე კალიურანდის განცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები