დეკანოზი ილია ჭიღლაძე რამდენიმე სასულიერო პირს, მათ შორის მეუფე სპირიდონს წყევლის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს მართლმადიდებლობის ზეიმია და საეკლესიო ტრადიციული ტიპიკონით აღესრულება ერესიარქების (მწვალებლობათა მოთავეების) ანათემირება, შეჩვენება, დაწყევლა. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ეს წესი აღარ სრულდება ქართულ ეკლესიაში, რაც არა მართლმადიდებლურია და საეკლესიო ტიპიკონის დარღვევაა.
ვწყევლი და შევაჩვენებ ყველა ძველ ერსიარქს და მათთან ერთად შევაჩვენებ და ვწყევლი ახალ ერესიარქებს კირილე გუნდიაევს, სპირიდონ აბულაძეს, ილია კარკაძეს და ყველა სხვა პუტინოიდს, რუსოფაშისტს, კაენის ცოდვის გამამართლებელ რუსოფილებს, სახარების უარყოფის, ქრისტეანობის გაყალბების, ეკლესიის გახრწნის, რელიგიის პოლიტიკურ იარაღად ქცევისათვის! ახალმოწამე უკრაინელ მართალ მამათა, დედათა, ბავშვთა სისხლი იყოს თქვენზე და ყველა თქვენს მიმდევარზე!!!”,-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.