LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვწუხვართ, რომ ჩვენი ყოფილი ორი ბენეფიციარისთვის საოჯახო სახლში ცხოვრება ტრავმული აღმოჩნდა – “საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

130
sos bavshvTa sofeli

ასოციაცია „საქართველო სეს-ო-ეს ბავშთა სოფელი” მათ მართვის ქვეშ მყოფ, მცირე საოჯახო სახლში წარსულში მომხდარ სავარუდო ორ ძალადობის ფაქტს ეხმაურება.

ასოციაციის განცხადებით, ორგანიზაცია დიდ წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მათი ყოფილი ორი ბენეფიციარისთვის მცირე საოჯახო სახლში ცხოვრება ტრავმული აღმოჩნდა. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, მათი ისტორიების მოსმენა ძალიან მძიმე იყო.

მათივე განცხადებით, 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ დიდი ზომის ბავშვთა სახლები ფუნქციონირებდა, ასოციაციამ „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“  მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისათვის მცირე საოჯახო სახლების მომსახურება ერთ-ერთმა პირველმა შექმნა. ასოციაციის ცნობითმ თითოეული სახლი მაქსიმუმ 6 აღსაზრდელისათვის იყო განკუთვნილი.

როგორც „საქართველო სეს-ო-ეს ბავშთა სოფელის” განცხადებაში ვკითხულობთ, დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, ორგანიზაციის მართვის ქვეშ 23 მცირე საოჯახო სახლი ფუნქციონირებს, სადაც მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ოჯახთან მიახლოებულ, მაქსიმალურად უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში აღიზარდონ.

შესაბამისად, ასოციაცია აცხადებს, რომ ორგანიზაციის პრიორიტეტია თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება და მათი სრულფასოვანი განვითარება უზრუნველყოს.

„აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულ მიდგომებსა და  სტანდარტებს მუდმივად ნერგავს, რაც პირდაპირ ბავშვზე ზრუნვის მომსახურებების ხარისხის მართვას უკავშირდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფას მეტწილად, მცირე საოჯახო სახლის მომსახურებებში დასაქმებული აღმზრდელების პროფესიული ღირებულებები და კვალიფიკაცია განაპირობებს.

თუმცა, პასუხისმგებლობის გადანაწილება, რა თქმა უნდა, ორგანიზაციაში დასაქმებულ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებზეც ხდება.შესაბამისად, ორგანიზაციას მონიტორინგის შიდა სისტემა გააჩნია, რაც პროფესიული ზედამხედველობის მექანიზმის არსებობას, მულტიდისციპლინარული მიდგომის გამოყენებასა და აღმზრდელთა უწყვეტი განთალების უზრუნველყოფას გულისხმობს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ამასთანავე, ორგანიზაცია მრავალი წელია სხვადასხვა უწყებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან, ასევე,სახალხო დამცველის აპარატთან, რათა ალტერნატიული მონიტორინგის საფუძველზე, თითოეული მცირე საოჯახო სახლის ძლიერი და სუსტი მხარეები დროულად დაადგინოს. ყველა ამ მექანიზმის არსებობა ხელს უწყობს ბავშვთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული რისკების დროულ იდენტიფიცირებას.

„თუმცა, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად დღეს არსებული არაერთი პრევენციული მექანიზმისა, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ბავშვზე ზრუნვის მომსახურებაში ადგილი ჰქონდეს არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.

შესაბამისად, ორგანიზაცია გამოხატავს მაქსიმალურ მზაობასა და ღიაობას, კანონის ფარგლებში, ნებისმიერი სახის გამოძიების პროცესს ხელი შეუწყოს; მეტიც, ორგანიზაციის დადგენილი პრაქტიკით უზრუნველყოს, როგორც ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, ისე ყოფილი აღსაზრდელების ფსიქო-ემოციური და სამართლებრივი მხარდაჭერა.

შესაბამისად, ორგანიზაციამ უკვე დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და სხვადასხვა დამოუკიდებელ უწყებასთან და ექსპერტთან მჭიდრო თანამშრომლობით, აქტიურად უზრუნველყოფს ყოფილ ბენეფიციარებთან დაკავშირებული ორივე შემთხვევის შესწავლას,“ – აღნიშნულია განცხადების ტექსტში.

ორგანიზაციის განცხადებით, ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, ასოციაციისთვის „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“ ყველა გამოვლენილი ფაქტი, მიუხედავად შემთხვევის ხანდაზმულობისა, ყოველთვის ქმნის იმის წინაპირობას, რომ გადაისინჯოს ორგანიზაციაში არსებული მონიტორინგის მოქმედი სისტემები, რათა უზრუნველყოს თითოეული აღსაზრდელის უსაფრთხო და დაცულ გარემოში აღზრდა-განვითარება.