LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვწუხვართ 21 დეკემბერს მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო, შევთხოვთ უფალს, მომადლოს მსოფლიოს მშვიდობა“ – ილია მეორე პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახს სამძიმარს უცხადებს 

139
ილია-მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიის მთავარეპისკოპოსს რასტისლავს სამძიმრის წერილს უგზავნის.

„დიდად ვწუხვართ 21 დეკემბერს მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო. გთხოვთ, გადასცეთ ჩვენი თანაგრძნობა დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, მთელ ჩეხ ხალხს. ვლოცულობთ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისთვის და შევთხოვთ უფალს, მომადლოს მსოფლიოს მშვიდობა,“ – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

დაზუსტებული ინფორმაციით, პრაღის უნივერსიტეტში მომხდარ სროლას 14 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 25 დაშავდა.

ვიდეო: „ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ცოლი, რომელიც აეროპორტში მუშაობს, შეიარაღებულია და მას პოლიცია ეძებს“ – პრაღის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები სისხლიან თავდასხმაზე

„უნივერსიტეტზე თავდასხმამდე, პრაღის მახლობლად, კლანოვიცკის ტყეში, 32 წლის კაცი და მისი ორი თვის ქალიშვილი მოკლეს“ – ეჭვმიტანილი 15 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 24 წლის მოკლული თავდამსხმელია

„გულგატეხილი ვარ პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის გამო“ – სალომე ზურაბიშვილი პრაღაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები