LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვწუხვარ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იმედები გაუცრუა ამ ქალბატონმა” – გიორგი შაქარაშვილის და “მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტზე

1514
pjimage

ექსპერტი ირაკლია ლატარია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და გუშინ “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც უკრაინელმა ექსპერტმა, გალინა კარმოშინამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ეჭქვეშ დააყენა.

“ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო.
ხომ გახსოვთ იოსებ კაკალაშვილი, ანუ იგივე ჯოზეფ ქეი?  ადამიანი, რომელიც იყო ტაქსის მძღოლი აშშ- ში და გვარამიამ აქცია ყველაზე მდიდარ კაცად, ბიზნესმენად თავისივე გვარით – ქეი. რომელმაც ტაქსის მძღოლობით ,,იყიდა” ტელეკომპანია იმედი.
ახლაც იგივე გრძელდება.
ჯერ იყო და აშშ-ში თუ კი სადმე კლინიკაში დამლაგებლად ვინმე ქართველი იყო (დამლაგებლის პროფესიას არ ვეხები, უბრალოდ სამედიცინო კუთხით მუშაობის გამოცდილებაზე ვაპელირებ) ყველას აზრი გამოიყენეს როგორც ექსპერტის, ინფექციისა და ეპიდემიის დარგში და ლამის მსოფლიო დონის უმაღლესი ხარისხის ექიმებად გაგვაცნეს ეს ადამიანები.
დღეს კიდევ, გვარამიას ეთერში ყავდა ქალბატონი, რომელმაც ლამის ანგელოზი ბაშვის მკვლელობის საქმე კი არა, რამდენიმე გაუხსნელი საქმეც გახსნა მსოფლიო მასშტაბით, არადა გაინტერესებთ ეგ ქალბატონი ვინ იყო? ქალბატონი გახლავთ გიდი თბილისში, რომელიც უკრაინის კი არა, რუსეთის მოქალაქეა.
მოკლედ, ტაქსის მძღოლებით უვარდებოდნენ ადრე ტელევიზიებს და ახლა კიდევ, სტომატოლოგებითა და გიდებით აპირებენ კორონა და რამდენიმე გაუხსნელი საქმე დაამარცხონ!!!
აღარც კი მეცინება, ჩვეულებრივი მანიაკები არიან რომლებსაც არც ტვინი აქვთ და არც ნამუსი, რომ უბრალოდ გაქრნენ და საზოგადოება აღარ დაწამლონ!!!,”- წერს ლატარია.

 

პოსტი გარდაცვლილი ფეხბურთელის დამ, ანი შაქარაშვილმა გააზიარა და დააწერა:

“ვწუხვარ რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იმედები გაუცრუა ამ ქალბატონმა ,,ექსპერტ” გიდმა”.

 

ცნობისთვის, უკრაინელმა სასამართლო ექსპერტ-კრიმინალისტმა (როგორც გადაცემაში გამოაცხადეს და რაც ეჭვქვეშ დადგა) გალინა კარმოშინამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი შესაძლოა ორი დღე ცოცხალი იყო, მაგრამ კომაში. მისივე თქმით, შაქარაშვილი, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით,  წყალში ორ დღეზე მეტხანს ვერ იქნებოდა.

19 წლის ფეხბურთელი, ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. 4-დღიანი უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა წყალში დახრჩობით. საქმეზე 17 პირია დაკავებული.