LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

VW-ის ფანებმა ქორწილი GTI-ის სტილში გადაიხადეს

56

კომპანია Volkswagen-მა ამერიკელი წყვილის ისტორია მოყვა, რომელმაც ქორწილი GTI-ის სტილში გადაიხადა. მარკის ჰოთ-ჰეტჩის თაყვანისმცემლებმა ღონისძიება „დამუხტული” Golf-ის ინტერიერის სტილში გააფორმეს, თემატურად შეარჩიეს ბეჭედიც.

წყვილმა ერთმანეთი Golf GTI-ის საფუძველზე გაიცნო – მომავალმა ცოლმა ახალგაზრდა მამაკაცს გოლფის უკანა ფარი მიყიდა, მოგვიანებით ურთიერთობა სოციალურ ქსელში განაგრძეს, ერთხელ კი შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს. ამ ფაქტიდან ერთი წლის შემდეგ წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა.

ღონისძიებაზე იყო ბევრი შოტლანდიური კუბოკრული ქსოვილი: ბაფთა პატარძლის კაბაზე, სიძის ჟილეტი, ერთ-ერთი ტორტი და ა.შ. სწორედ ასეთი ქსოვილი გამოიყენება Golf GTI-ის სავარძლების შემოსაკრავებისთვის.

გარდა ამისა, წყვილმა GTI-მენიუც მოამზადა. სტილიზებული იყო მოსაწვევებიც – დატანილი იყო წარწერა Das Wedding. ახალგაზრდა წყვილის ბეჭდები კი შავსა და ნაცრისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი წითელი ზოლით.

ამჟამად VW-ის თაყვანისმცემლებს მეხუთე და მეექვსე თაობის Golf GTI ყავთ, ეს უკანასკნელი ცოლის საკუთრებაა და სახელწოდება TurboTurtle ქვია. ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ჰეჩბეკი 170 000 კილომეტრიანი გარბენით სამუდამოდ მათი ოჯახის მნიშვნელოვან წევრად დარჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები