მარტში Volkswagen Golf-მა პირველად შვიდი წლის განმავლობაში დაკარგა ყველაზე პოპულარული ავტომობილის წოდება. კომპანია JATO Dynamics-ის ანგარიშით, Ford Fiesta-ს ოჯახობამ გოლფს 468 ავტომობილით აჯობა.
მთლიანობაში ევროპაში გასულ თვეში 1,93 მილიონი ავტომობილი დარეგისტრირდა. ეს მაჩვენებელი JATO Dynamics-ის ისტორიაში რეკორდულია.
ამ მაჩვენებლმა ევროპის ბაზარს საშუალება მისცა მარტის თვეში აშშ-სთვის გაესწრო და მეორე ადგილი დაეკავებინა. პირველი პოზიცია კი ჩინეთს ერგო.