LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვვარაუდობთ, რომ 2021 წლის ზაფხულიდან აქტიური ავიამიმოსვლა აღდგება – აეროპორტების გაერთიანება

107
save-the-student

ვვარაუდობთ, რომ 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ბიზნესში აქტიურად დაბრუნებას შევძლებთ, – ამის შესახებ EuroNews Georgia-თან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე აცხადებს.

ის ამბობს, რომ COVID-19-გან გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს აეროპორტებს პარტნიორი ავიაკომპანიები არ დაუკარგავს და როგორც კი ეპიდვითარება ამის საშუალებას შექმნის, ისინი საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას განაახლებენ.

„არც ერთი პარტნიორი ავიაკომპანია არ დაგვიკარგავს. მათთან ყოველდღიურ კონტაქტში ვართ. ვინაიდან ისე სწრაფად იცვლება ვითარება საავიაციო ბაზარზე, რომ შეიძლება ითქვას, კვირაში ერთხელ ახალ-ახალ გრაფიკებს ვათანხმებთ და ეს გრაფიკები არის არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ არის 2021 წლისაც. წინასწარ უკვე გვაქვს მონახაზი რამდენი ფრენა გვექნება და რა მიმართულებებით. თუმცა ეს დამოკიდებულია მსოფლიოში არსებულ ეპიდვითარებაზე და თუ როგორ გაიხსნება საერთაშორისო საზღვრები. სამწუხაროდ მეორე ტალღის ფონზე, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ გაზაფხულიდან შევძლებთ ძალიან აქტიურად აღდგენას და გვაქვს ამის წინაპირობა. ავიატორები ვვარაუდობთ, რომ 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, რომელიც მარტის ბოლოდან იწყება, ბიზნესში აქტიურად დაბრუნებას შევძლებთ-”, აცხადებს თამარ არჩუაძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები