საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპული და-ძმის სოფო და გიორგი ყარალაშვილების გარდაცვალების გამო და ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„სოფოც აღარ გვყავს” – შოვში დაკარგული სოფო ყარალაშვილის ცხედარი იპოვეს
სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის გიორგი ყარალაშვილიცაა
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საამაყოა, რომ სოფო და გიორგი წითელი ჯვრის საქმიანობაში იყვნენ ჩართულები.
„დადასტურებული ინფორმაციით, ჩვენი მოხალისეები – სოფია და გიორგი ყარალაშვილები, შოვის ტრაგედიით გარდაცვლილთა შორის არიან
სოფიას ამ დრომდე ვეძებდით, თუმცა მხოლოდ გუშინ ღამით მოხდა მისი ცხედრის იდენტიფიცირება.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ სოფიასა და გიორგის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.
მადლობა და ვამაყობთ, რომ ჩვენ გვერდით იყავით“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
დადასტურებული ინფორმაციით, ჩვენი მოხალისეები – სოფია და გიორგი ყარალაშვილები, შოვის ტრაგედიით გარდაცვლილთა შორის არიან…Posted by Georgia Red Cross Society / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება on Saturday, 12 August 2023