LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვუსამძიმრებთ ოჯახს, კოლეგებსა და მთელ ქართველ საზოგადოებას თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებას“ – კულტურის სამინისტროს სამძიმარი

459
კულტ

საქართველოს კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობის,  თენგიზ არჩვაძის, გარდაცვალების გამო.

თენგიზ არჩვაძემ ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.

მის მიერ თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ,,მოკვეთილი”, ,,დედა”, “ღალატი”, ,,თვალი პატიოსანი”, ,,როცა ქალაქს სძინავს” ,,მე ვხედავ მზეს”, ,,დღის წესრიგშია ერთი საკითხი”,  ,,კვაჭი კვაჭანტირაძე”,  ,,30 აგვისტო”,  ,,ჯორდანო ბრუნო”, „ძველი ვალსი“, „ასის წლის წინათ“, „ისევ ამ ქვეყნად დავრჩები“, „სახლის ანგელოზები“, „მგზავრის წერილები“ და სხვა.

მონაწილეობს ფილმებში: ,,კეთილი ადამიანები”, ,,ერთი ცის ქვეშ”, ,,ხევისბერი გოჩა”, ,,ხევსურული ბალადა”, ,,დიდოსტატის მარჯვენა”, ,,დათა თუთაშხია”, ,,მე ვხედავ მზეს”, ,,შეხვედრა წარსულთან”, ,,მალე გაზაფხული მოვა” და სხვა.

„წავიდა დიდი ქართველი არტისტი.. დიდი ქართველი!“ – თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, თენგიზ არჩვაძე კოტე  მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.

1967-1973 წლებში იგი მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრშიც.

2011 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მსახიობის სახელობის ვარსკვლავი. თენგიზ არჩვაძე იყო შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, აკაკი ხორავას სახელობის პრემიების, აგრეთვე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. 2017 წელს ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო –   „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა.

საქართველოს კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ქართული თეატრისა და კინოს…

Posted by საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო on შაბათი, 28 ოქტომბერი, 2023

იმავე წელს გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი – თენგიზ არჩვაძე“, რომელიც მსახიობის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს თენგიზ არჩვაძის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე და უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებსა და მთელ ქართველ საზოგადოებას,“- ნათქვამია სამინისტროს სამძიმარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები