მივესალმები საქართველოს პარლამენტის 29 ივნისის გადაწყვეტილებას, რისი შედეგიც იქნება პოლიტიკური სპექტრის უფრო ფართო წარმომადგენლობა შემდეგი მოწვევის პარლამენტში , – ამის შესახებ ექსპრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ცვლილებების შედეგად პარლამენტში პოლიტიკური სპექტრის უფრო ფართო წარმომადგენლობა იქნება და შესაბამისად, მას ექნება უფრო მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი.
“მივესალმები საქართველოს პარლამენტის 29 ივნისის გადაწყვეტილებას, რისი შედეგიც იქნება პოლიტიკური სპექტრის უფრო ფართო წარმომადგენლობა შემდეგი მოწვევის პარლამენტში და, შესაბამისად, უმაღლესი წარმომადგენლობითი ინსტიტუტის უფრო მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი.
ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ამ დემოკრატიულ მიღწევას. მადლობა ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც უზრუნველყო ეს წინგადადგმული ნაბიჯი.
მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ფასილიტატორ ელჩებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესის ხელშეწყობისათვის.”
https://www.facebook.com/KvirikashviliOfficial/posts/1175934029418286?__xts__[0]=68.ARB9VCyiXypcinf8aUAIV-9BsytDOqMJtxXO5zaL_QoOzeeRNfGTCiE86Tjd4ORC9PQGSbtoRet_E3kwxZH0Rn6wwWVOQEgV_netFgZkCrrbzQtNHCXJEoaiiPTpH4ikEwi7aTg4JmNd43hDEBjy87_6QMOZMcSqY1P4yQd3EhL7iI-_qgx9rQCI94n8UrhssuSHycV_F3nDwR8BhwbdurpHjfTuI3jNhgzlBn2eQLxtoDp9XQpJ0X6DppYuhQHzD7oJfZE0zxQ33QcpAPRTRTttuB5olnUl2BaCxmFrwgcIUgvj9Ei56da1QGPluEV5n32oFuLv5bUr4tN8bXkf1g&__tn__=-R
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, 2020 წლის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება.