LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვულკანი საკურაჯიმა ამოიფრქვა: იაპონიაში განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა, მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

232
_91187758_hi035270162

იაპონიაში ვულკან საკურაჯიმას ამოფრქვევის გამო, განგაშის უმაღლესი, მე-5 დონე გამოცხადდა. ვულკანის ამოფრქვევასთან დაკავშირებით, იაპონიის ხელისუფლება მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამოფრქვევის შედეგად, ფერფლის მასა კრატერიდან 2.5 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა ჰაერში.

იაპონიის ბირთვული მარეგულირებლების განცხადებით, სენდაის ატომურ ელექტროსადგურზე არანაირი დარღვევა არ შეინიშნება.

საკურაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში რამდენჯერმე ამოიფრქვა. ვულკანი კაგოშიმას პრეფექტურაში, იაპონიის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები