ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია, რომელიც სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და საკუთარ მეგობრებს სიახლეებს ხშირად უზიარებს ხოლმე, ახალი ნამუშევრების ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს და წერს, რომ ლამაზ სქესს უძღვნის. ამჯერად, ციკოლიამ ახალი და ორიგინალური დიზაინის საყურეები შექმნა და წარმოადგინა.
„ულამაზესია; უნიკალური ნამუშევრები გაქვთ ბ-ნო ზვიად; ძალიან ლამაზი დახვეწილი ფორმაა; ყველა ძალიან ლამაზია, მაგრამ ეს უკვე სილამაზეზე მეტია; უნიკალურია; ვფიქრობ – ვერცხლი და ვერცხლის ფერი ჩემპიონია; აუუუუ რა საოცრებებიაააა; ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ქვევრი ყურზე დაიკიდებოდა ასე ლამაზად“, – ეს იმ კომენტარების ძალიან მცირე ჩამონათვალია, რომელსაც სოციალური ქსელის მომხმარებლები, ზვიად ციკოლიას ახალი ნამუშევრების ფოტოებზე წერენ.
ისინი ინტერესდებიან, თუ სად შეიძლება ცნობილი დიზაინერის მიერ შექმნილი ახალი სამკაულების შეძენა… როგორც იცით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, არასასურსათო პროდუქციის დიდი ნაწილის გაყიდვა შეჩერებულია.. ზვიად ციკოლიამ მათ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელშივე უპასუხა და დაწერა, რომ ონლაინ გაყიდვები განაახლა. შესაბამისად, მსურველები მისი ნამუშევრების ონლაინ შეძენას შეძლებენ.