დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მშობლებს მოუწოდებს, რომ ასაკის შესაბამისად, ბავშვებს გეგმური აცრები ჩაუტარდეთ. ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
„ბავშვებს, რომლებსაც კალენდარული, ასაკობრივი აცრები ეკუთვნოდათ და გამოტოვეს, ძალიან ვთხოვ ყველა მშობელს, თავიანთი შვილები აუცილებლად აცრან იმ რუტინულ ინფექციებზე, რომლებზეც ჩვენს ქვეყანაში ბავშვები ასაკობრივად იცრებიან“, – განაცხადა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მისმა მოადგილემ და ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთხელ მიმოიხილეს და აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.
ეპიდემიოლოგებმა აღნიშნეს, რომ ადამიანები ამ პერიოდში საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას მაქსიმალურად უნდა დააკვირდნენ, რათა არცერთი სიმპტომი არ გამორჩეთ.
იხილეთ უფრო ვრცლად დღევანდელ ონლაინ პრესკონფერენციაზე გაკეთებული სხვა მნიშვნელოვანი განცხადებები:
დავრჩეთ სახლში, მაგრამ გამოვიდეთ ხოლმე ხანდახან…კარგია სუფთა ჰაერზე” – იმნაძე
ავადობის რიცხვი იზრდება ყველა ქვეყანაში, თუმცა ე.წ. შენელების ზრდის დინამიკა იგრძნობა: გამყრელიძე
პაატა იმნაძე გირჩევთ: როგორ უნდა დაგეგმონ ბავშვიანმა ოჯახებმა ზაფხულის სეზონი