პირველად საქართველოში, ვითიბი ბანკი, საერთაშორისო საგადახდო სისტემა Mastercard-თან ერთად, უმაღლესი კლასის პრემიალური ბარათის – World Elite Mastercard – ის გამოშვებას იწყებს.
World Elite Mastercard, VIP-კლასის საბანკო პროდუქტია, რომელიც ბარათის მფლობელებს განსაკუთრებული პრივილეგიების სამყაროს კარს უხსნის.
ამასთან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ცნობლი გახდა, რომ ვითიბი ბანკი, WORLD ELITE MASTERCARD® და ნინო ქათამაძე ერთობლივ თანამშრომლობას იწყებენ.
«დღეს ორ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოგიდგენთ: ვითიბი ბანკი, როგორც ნოვატორი კომპანია, მომხმარებელს კვლავ სიახლეს სთავაზობს და პირველად საქართველოში ნერგავსMASTERCARD -ის პრემიალურ და ყველაზე მაღალი კლასის ბარათს – WORLD ELITE-ს.ეს არის უნიკალური ბარათი, რომელიც უამრავ შესაძლებლობას და ფინანსურ კომფორტს უქმნის მოხმარებელს.
ასევე ჩვენ დღეს ნინო ქათამაძესთან უმნიშვნელოვანეს თანამშრომლობას ვუყრით საფუძველს. თანამშრომლობის ფარგლებში ბევრი საინტერესო იდეის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც საზოგადოებას უახლოესი წლის განმავლობაში ერთობლივად წარვუდგენთ“, – განაცხადა ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.
MASTERCARD–ის რეგიონური დირექტორის საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში იგორ სტეპანოვის თქმით, WORLD ELITE MASTERCARD პრესტიჟის, დახვეწილი გემოვნების სიმბოლო და განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობის საშუალებაა.
„WORLD ELITE MASTERCARD®– ეს ბარათზე მეტია, ეს არის პრესტიჟისა და დახვეწილი გემოვნების სიმბოლო და განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობის საშუალება. გარდა ფართო ფინანსური შესაძლებლობებისა, ასევე სხვადასხვა კომპანიების ექსკლუზიური წინადადებებისა საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, ბარათის მფლობელები მიიღებენ უამრავ ფასდაუდებელ შთაბეჭდილებას იმ ღონისძიებებისგან, რომელთაც MASTERCARD–იმ სოფლიოში სახელგანთქმულ თეატრებთან, მუზეუმებთან, სასტუმროებთან, რესტორნებთან, მაღაზიებსა და ბრენდებთან თანამშრომლობის შედეგად ახორციელებს“, – განაცხადა MASTERCARD–ის რეგიონურმა დირექტორმა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში იგორ სტეპანოვმა.
სწორედ ნინო ქათამაძეა პირველი ადამიანი საქართველოში, რომელსაც World Elite Mastercard–ის ბარათი გადაეცა.
ვითიბი ბანკი, WORLD ELITE MASTERCARD®-ი და მომღერალი ნინო ქათამაძე ერთი წლის განმავლობაში ერთობლივი პროექტების, სარეკლამო კამპანიების და ღონისძიებების ფარგლებში ითანამშრომლებენ.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში 10 და 11 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნინო ქათამაძის სოლო კონცერტები გაიმართება. კონცერტის გენერალური სპონსორია «ვითიბი ბანკი“ დაWORLD ELITE MASTERCARD®. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა დასახმარებლად გადაირიცხება.
ნინო ქათამაძე და ჯგუფი “INSIGHT” ეროვნულ სიმფონიურორკესტრთან, “GEORGIAN BRASS”-თან, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდთან და უცვლელ შემოქმედებით პარტნიორ – მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად შეასრულებს კომპოზიციებს ახალი ალბომიდან “YELLOW”.