LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვთანამშრომლობთ აფხაზეთის მთავრობასთან, ვმუშაობთ მხარდამჭერ პროგრამებსა და პროექტებზე – სოფლის მეურნეობის მინისტრი

63
fences.jpeg

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რუსლან აბაშიძეს შეხვდა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც სამინისტრო ოკუპირებულ რეგიონებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში  ახორციელებს.

„ბუნებრივია, მე მაქვს ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება აფხაზეთთან და დევნილებთან. სამინისტრო მუდმივად თანამშრომლობს აფხაზეთის მთავრობასთან, ვმუშაობთ მხარდამჭერ პროგრამებსა და პროექტებზე, რომელიც დევნილთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს და მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის განვითარების სააგენტოს იმ პროგრამებს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისათვის დამატებით შეღავათებს ითვალისწინებს და 10%-ით მეტ  თანადაფინანსებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები