LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვრცელდება ქართველი ქალის მეტსახელად “ობობა” ფოტო, რომელიც საბერძნეთში დააკავეს – ის ყაჩაღობისა და ქურდობის  13 საქმეშია ბრალდებული

632
ობობა

საბერძნეთში, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, დაკავებული ქართველი ქალი, მეტსახელად „ობობა“, მოხუცებს ნარკოტიკულ ნივთიერებებს აძლევდა, რის შემდეგაც მათ ძარცვავდა. ის უშუალოდ ძარცვის დროს დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, “ობობას” მონაწილეობით ამ დროისთვის გახსნილია ყაჩაღობის 9 და ქურდობის 4 საქმე. უწყება დანაშაულებში ბრალდებული ქალის ფოტოსურათებს აქვეყნებს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები