„ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ვარკეთილში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო. არ არის გამორიცხული, დაკავებულს ბრალი დღეს დაუმძიმდეს.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დასრულებულია და დასკვნაც გაცემულია, რომლის მიხედვითაც, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, გიორგი კავლელაშვილმა 27 წლის, ცოლი, ქეთევან ედიბერიძე 9 იანვარს, დამამძიმებელ გარემოებებში მოკლა. ის სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს. კავლელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
„მთელს სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა“ – ექიმი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე
წყარო: ipn