სოციალურ ქსელში მოხალისეების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ამ ინფორმაციას “ფორტუნას” არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ჯერჯერობით არ უდასტურებს.
ავსტრალიელი ქალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
უკანასკნელი მონაცემებით, შანაე ბრუკი კონტაქტზე პარასკევს, თავის მეგობართან გავიდა.
ახლობლების ინფორმაციით გაუჩინარებამდე ის მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სასეირნოდ წასული.