LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Voulez-Vous-მ მომხმარებელს HUGO BOSS-ის 2 ახალი სუნამო წარუდგინა

997

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა Voulez-Vous-მ მომხმარებელს კიდევ ერთი ცნობილი ბრენდის ორი ახალი სუნამო წარუდგინა. სუნამოები სახელწოდებით- BOSS BOTTLED TONIC და BOSS MA VIE FLORALE მამაკაცებისა და ქალაბტონებისთვის შეიქმნა და HUGO BOSS-ს ეკუთვნის.

”წარმატებით მოტივირებული, მიზანდასახულიდა ენთუზიაზმით სავსე თანამედროვე მამაკაცის აუცილებელი ატრიბუტია BOSS BOTTLED TONIC, რომელიც თავისი უნიკალური სურნელით ეხმარება მას დასახული მიზნების მიღწევაში. მკვეთრად მამაკაცური ახალი სურნელი – BOSS BOTTLED TONIC ციტრუსების, სუნელების და ხის დახვეწილი ნოტების ელეგანტური სინთეზია, რომელიც სიმსუბუქეს და გრილ არომატს სძენს კლასიკურ სურნელს”, – აცხადებენ Voulez-Vous-ში.

მათივე ცნობით, BOSS BOTTLED TONIC სიმბოლურ, კლასიკურ BOSS BOTTLED–ის ფლაკონშია წარმოდგენილი ახალი ლურჯი სითხით და გამოხატავს ამაღლებელ განწყობას და ენერგიას. სუნამო ორნაირ შეფუთვაშია: 50 და 100 მლ-ანში.

”რაც შეეხება ქალბატონების სუნამოს, როგორც Voulez-Vous-ში განმარტავენ, HUGO BOSS-ის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული არომატი ქალბატონისთვის, BOSS VA VIE POUR FEMME 2014 წლის ზაფხულში გამოვიდა. არომატი შთაგონებულია ქალის დამოუკიდებელი სულით, როცა ის გადაწყვეტს თავი დააღწიოს ყოველდღიურობას და განიტვირთოს. სწორედ მაშინ არის ის განსაკუთრებულად მომხიბვლელი, ასხივებს ქალურობას და თავდაჯერებულობას, სიმსუბუქესა და დამოუკიდებლობას. 2016 წლის მარტში გამოვიდა ამ არომატის უფრო ინტენსიური ვერსია BOSS MA VIE NTENSE. ერთი წლის მოგვიანებით, 2017 წლის მარტიდან კი HUGO BOSS სთავაზობს მომხმარებელს ახალ ყვავილოვან არომატს BOSS MA VIE–ის არომატების კოლექციიდან – BOSS MA VIE FLORALE.

BOSS VA VIE POUR FEMME–სა და BOSS MA VIE INTENSE-თან ერთად ახალი არომატი. BOSS MA VIE FLORALE თანამედროვე ქალის ცხოვრებით შთაგონებული არომატების სამეულს ქმნის. ახალი სუნამოს ხავერდოვანი და სასიამოვნო სურნელი უბიძგებს ქალბატონებს გამონახონ დრო, რათა სიცოცხლის ყოველი წამით დატკბნენ”, – აღნიშნეს პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელში.

მათივე თქმით, BOSS MA VIE FLORALE წარმოდგენილია ღია ვარდისფერ ფლაკონში, კრისტალის თავსახურით, ხოლო ბოთლის ვერცხლისფერი ელემენტი ქალურ ელფერს სძენს მას. BOSS MA VIE FLORALE Eau de Parfum წარმოდგენილია 30 მლ, 50 მლ და 75 მლ ფლაკონებში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები