LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვორნერ ბრაზერსი” „ჰარის პოტერზე“ სერიალს გადაიღებს

162
Untitled.pngre

დასავლური მედია იუწყება, რომ მალე „ჰარი პოტერის“  სერიალის გადაღებები დაიწყება. Warner brothers-თან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. სერიალის თითო სეზონი ჯოან როულინგის თითო წიგნზე იქნება დაფუძნებული და სიუჟეტი წიგნებიდან ზედმიწევნით, სიზუსტით იქნება აღებული.

ჰარი პოტერის სერიალთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველად 2021 წელს გავრცელდა. მას შემდეგ საკულტო, 7 ნაწილიანი „ჰარი პოტერის“ სამყარომ 20 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. პირველი ფილმის გამოშვებიდან 20 წლის თავზე საგანგებოდ შექმნეს გადაცემა, „ჰარი პოტერის მე-20 იუბილე: ჰოგვორტსში დაბრუნება“, რომელიც ლეგენდარულ ტრიო, დენიელ რედკლიფი, რუპერტ გრინტი და ემა უოტსონი კვლავ გააერთიანა.

ბავშვობა გაცოცხლდა – „ჰარი პოტერის დაბრუნება“ – პირველი ოფიციალური თრეილერი გავრცელდა

დიდი დაბრუნება – ფილმში „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ სამივე მსახიობი ითამაშებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები