Volvo XC90-ის ახალი მოდელი უპილოტო იქნება. ინოვაციურ ყველგანმავალს ავტონომიური სისტემის მეოთხე დონით უზრუნველყოფენ, რაც იმას ნიშნავს რომ ავტომობილს „დაძინებული მგზავრების“ გადაყვანა ყველანაირი დახმარების გარეშე შეეძლება.
Volvo-ს წარმომადგენელთა ინფორმაციით, სისტემა Highway Assist მომხმარებლებს დამატებითი სერვისის სახით მიეწოდებათ. საჭირო ინფორმაციას პროგრამა პირდაპირ კოსმოსიდან ანუ ხელოვნური თანამგზავრისგან მიიღებს, რაც კარტოგრაფიული მონაცემების სიზუსტეს გაზრდის. Volvo XC90 ბაზარზე 2021 წლისთვის გამოჩნდება და კომპანიას იმედი აქვს, რომ ამ დროისთვის შტატების ხელისუფლება უპილოტო ავტომობილებს ჩვეულებრივ გზებზე გადაადგილების ნებართვას მისცემს. დღესდღეობით Volvo-ს ავტომობილები უპილოტო სისტემის მესამე დონეს იყენებენ და მისი მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ-ია. იმისათვის რომ სისტემამ იმოქმედოს, ერთადერთი პირობაა საჭირო – საგზაო ინფრასტრუქტურა იდეალურად უნდა იყოს განვითარებული და გზები ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს დახაზული.
აღსანიშნავია, რომ Volvo-ს წინა მოდელს დიზელის ძრავი აქვს და 235-დან 320-მდე ცხენის ძალის განვითარება შეუძლია, სიახლისგან კი ავტომოყვარულები ბევრად მეტს მოელიან.