LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo V60-ის ახალი თაობა ყველგანმავალი გახდა

47

კომპანია Volvo-მ ცნობილი უნივერსალის ინოვაციური ვერსია წარმოადგინა. Volvo V60 Cross Country-მ განსაკუთრებული ყველგანმავალი რეჟიმი მიიღო და სისტემა მთლიანად ელექტრონიკით იმართება.

უნივერსალი Scalable Product-ის პლატფორმაზეა აგებული და ეს სწორედ ის ბაზაა, რომელიც XC90-ისა და V90 cross-ის შესაქმნელად გამოიყენეს. ახალი თაობის Volvo-მ დაშვების დროს დასახმარებელი სისტემა, მოსახვევების მაკონტროლირებელი სისტემა, ელექტრონული სტაბილიზაცია და ავტოპილოტი Pilot Assist მიიღო. გარდა ამისა, უნივერსალს გასართობი სისტემების საკმაოდ ფართო არჩევანიც აქვს, მათ შორისაა Apple CarPlay თუ Android Auto, პარკინგის პროცესში კი ავტომობილს სპეციალური უკან ხედვის ტექნოლოგია დაეხმარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები