შვედური ავტომწარმოებლის სიახლე განსაკუთრებული არამხოლოდ იმით იქნება, რომ გადაადგილებას მძღოლის გარეშე შეძლებს, არამედ იმითაც რომ საწვავის ნაცვლად ელექტროენერგიაზე იმუშავებს. სატვირთო მანქანას „Vera“ დაარქვეს და მისი მართვა eCloud-ით იქნება შესაძლებელი. როგორც პროექტის ავტორები ვარაუდობენ, თვითმართვადი „ვერა“ უამრავი რესუსრის დაზოგვის საშუალებაა, ავტომობილს არ სჭირდება მძღოლი რაც იმას ნიშნავს რომ სატვირთო გადაზიდვები ბევრად უფრო ეფექტური და სწრაფი გახდება. ელექტრო ძრავზე მუშაობა კი გარემოში მავნე გამონაბოლქვის რაოდენობასაც შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ Volvo-ს უპლოტო ჯერ-ჯერობით მხოლოდ დაპროექტების ეტაპზეა და თუ როდის გამოვა ის ბაზარზე უცნობია.