LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo-ს პირველი ელექტროქარი ერთი სრული დამუხტვით 400 კმ-ს გაივლის

34

Volvo-ს პირველი სერიული ელექტროქარი ერთი სრული დამუხტვით 400 კმ-ს გაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Automotive News-სთან კომპანიის წარმომადგენელი ლექს კერსემეიკერსი აცხადებს.

ტომ-მენეჯერმა აღნიშნა, რომ კომპანიის მთავარი პრიორიტეტი იყო ისეთი ელექტროქარის გამოშვება, რომელიც ბაზარზე გამორჩეული იქნებოდა ალტერნატიული ენერგიით. მართალია, Volvo-ს წარმომადგენელმა მოდელის სხვა ტექნიკური მახასიათებლების შესახებ საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა გაირკვა მისი ღირებულება, რომელიც 35.000-დან 40.000 დოლარამდე იქნება.

ჯერ-ჯერობით ასევე უცნობია მოდელი დამოუკიდებელ ხაზს მიიღებს თუ უკვე არსებულ რომელიმე ოჯახში გაერთიანდება. კარსემეიკერსის ინფორმაციით, ახალი ავტომობილი მოდულური პლათფორმით – SPA იქნება წარმოდგენილი, რომელზეც აგებული იქნა კომპანიის სხვა მოდელები: XC90, S90, V90 და ასევე CMA.

მოდელის ოფიციალური პრემიერა 2019 წელს შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები