LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo-ს ჩინელი მფლობელი Daimler-ის უმსხვილესი აქციონერი გახდა

45

ჩინელი ბიზნესმენი, ლი შუფუ, რომელიც კომპანია Geely-ის დამფუძნებელია, კონცერნ Daimler AG-ის უმსხვილესი აქციონერი გახდა. ლი შუფუ ასევე ფლობს მარკებს: Volvo, Proton და Lotus. ახლა კი მას Daimler-ის ფასიანი ქაღალდების 9,69%-იანი პაკეტი, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას ავტომწარმოებლის 103 619 340 აქცია აქვს.

Daimler AG-ში პაკეტის გაყიდვას ადასტურებენ, მაგრამ გარიგების თანხას არ ახმაურებენ, როგორც საინფორმაციო სააგენტოები წერენ, შუფუმ ფასიანი ქაღალდების შესაძენად 9 მილიარდი დოლარი დახარჯა.

Reuters აღნიშნავს, რომ უახლოს პერიოდში Geely-ს ტოპ მენეჯერები გეგმავენ Daimler AG-ის ხელძღვანელებს, გერმანიში შეხვდნენ და თანამრომლობის გეგმები განსაზღვრონ. ამასთან, ჩინელი ბიზნესმენი გერმანულ ბრენდში თავისი წილის გაზრდას არ გეგმავს.

თავად შუფუ აღნიშნავს, რომ მისი კომპანიის Daimler AG-სთან თანამშრომლობა ელექტრომობილებისა და ავტონომიური მართვის სისტემების შემუშავების გარშემო წარიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები