LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo მეპატრონეს ავარიის შესახებ წინასწარ გააფრთხილებს

127
volvo

Volvo-ს მეპატრონეებს ავტო საგზაო შემთხვევის შესახებ რამდენიმე ასეული მეტრით ადრე შეატყობინებენ. Volvo Cars-მა მსოფლიოში პირველმა, მანქანები ავარიის შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინების ფუნქციით აღჭურვა. როგორც კომპანიის პრეს-სამსახურში ამბობენ, მანქანები მონაცემებს საგზაო პოლიციისგან რეალურ დროში მიიღებენ. დასაწყისისთვის ტექნოლოგია მხოლოდ დანიაში იქნება ხელმისაწვდომი, მოგვიანებით მისი გეოგრაფიის გაზრდაც იგეგმება.

„თქვენ მიდიხართ გზაზე. შეუძლებელია იმის განჭვრეტა, თუ რა იქნება წინ. უეცრად თქვენი volvo გატყობინებთ, რომ წინ ავარიაა. ამ გაფრთხილების დახმარებით მომზადებული ხართ და დროულად შეგიძლიათ რეაგირება,“ – ასე აღწერს ახალ ფუნქციას Volvo.

სიახლე გზაზე სიურპრიზების თავიდან აცილების საშუალება გახდება და საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილის უსაფრთხოებას მაქსიმალურად გაზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები