კომპანია Volvo-ს სატვირთო განყოფილებამ უპილოტო ნაგვის ავტომობილის ტესტირება დაიწყო. ცდები შვედურ კომპანია Renova-სთან ერთად მიმდინარეობს, რომელიც ნარჩენების უტილიზაციით არის დაკავებული. ტესტირება 2017 წლის ბოლომდე გასტანს.
როდესაც ავტომობილი უცნობ ქუჩაზე პირველად ხვდება, მისი მართვა ხელით უნდა განხორციელდეს. ამასთან, ავტოპილოტის სისტემა იმ მოძრაობის მარშრუტს იმახსოვრებს, სადაც ნაგვის ურნებია განთავსებული.
მომდევნო ჯერზე კი მძღოლს შეუძლია კაბინიდან პირველივე გაჩერებაზე გადმოვიდეს, ჩართოს ავტონომიური მართვა და ნაგვის შეგროვება დაიწყოს. ამასთან, ურნიდან ურნამდე ავტომობილი უკანა სვლით გადაადგილდება და დაპარკინგებულ ავტომობილებსა და დაბრკოლებებს დამოუკიდებლად უვლის გვერდს.
იმის გამო, რომ ავტომობილი უკანა სვლით გადაადგილდება, მძღოლი მუდმივად ნარჩენების შესაგროვებელ განყოფილებასთან არის და არ უწევს ყოველ ჯერზე ძარის უკანა ნაწილიდან კაბინისკენ და უკან იაროს. გარდა ამისა, საფრთხის არსებობს შემთხვევაში, ნაგვის მანქანზე არსებული სენსორები ავტომობილს მომენტალურად შეაჩერებენ.
გასულ წელს Volvo-მ უპილოტო თვითმცლელების ტესტირება მიწის ქვეშ დაიწყო, იმის დასამტკიცებლად, რომ ასეთი ავტომობილები უსაფრთხოა, შვედური მარკის ტექნიკური დირექტორი ტორბიორნ ჰოლსტრემი 18 ტონიან სატვირთოს წინ დაუდგა და დაიცადა, სანამ ის დამოუკიდებლად არ გაჩერდებოდა.